5-6 ოქტომბერს თბილისობა 2024 გაიმართება

5-6 ოქტომბერს თბილისობა 2024 გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში ჩატარდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს აღნიშნულ ლოკაციებზე 12:00-დან 20:00 საათამდე დეკორაციები და ინსტალაციები, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები, სამეწარმეო მარკეტი​, საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები, გასართობი და სპორტული აქტივობები, ღია კინოთეატრი, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები გაიმართება.

აბანოთუბანში კი გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით “თბილისური მრავალფეროვნება” ჩატარდება.

 

მსგავსი თემები