„რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ „გამარჯვების გეგმას“ წარვადგენთ, ომის სამართლიანი დასრულებისკენ მკაფიო და კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე და უკრაინის გაძლიერება არის ის, რასაც რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია“- წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება და იგი ლიდერების დონეზე პირველად ჩატარდება. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაუძღვება.

მსგავსი თემები