აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებზე ათობით დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დარტყმების სამიზნეებს შეიარაღების სისტემები, ბაზები და სხვა აღჭურვილობა წარმოადგენდა, რომელსაც „ჰუსიტები“ იყენებენ.

ცნობისთვის, აქამდე „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შვიდი დარტყმა განხორციელდა ქალაქ ჰოდეიდაში მდებარე აეროპორტზე და ქათეიბის რაიონზე, სადაც „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი სამხედრო ბაზა მდებარეობს. კიდევ ოთხი დარტყმა განხორციელდა დედაქალაქ სანას სეიანის რაიონზე და კიდევ ორი – დჰამარის პროვინციაზე.

 

მსგავსი თემები