ბათუმის მერიის თანამშრომელი სამსახურეობრივი  მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

ბათუმში, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომელი ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის კაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მან სახის მრავლობითი ტრამვა მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები