“სამი ტრავმირებული ფეხბურთელი”- დანაკლისი ალბანელთა ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის უახლოეს ორ მატჩს 11 და 14 ოქტომბერს, უკრაინის და ალბანეთის ნაკრებებთან გამართავს. ალბანელთა შეკრება 7 ოქტომბერს დაიწყება. დღეს მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ პრესკონფერენცია გამართა. მან დანაკლისზე ისაუბრა, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია.

“სამი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს – რეი მანაი თურქეთში, თავის კლუბში დაშავდა და გარისკვა არ გვინდოდა. იგივე ეხება მედონ ბერიშას და კეიდი ბარენს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, როგორებიცაა ასლანი, მიტაი, მუჩი, რომლებსაც გვერდით ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდებათ, როგორებიც ჯიმსიტი, აბრაში, აჯეტი არიან, რადგან ისინი გუნდს კარგად იცნობენ”- განაცხადა მან.

 

მსგავსი თემები