“ხოცვა-ჟლეტა”- ჰაიტიზე შეიარაღებულ თავდასხმას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჰაიტიზე, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავდა 50-მდე ადამიანი. შემთხვევა ცენტრალურ არტიბონიტის რეგიონში, ქალაქ პონტ-სონდეში მოხდა.  სამთავრობო პროკურორმა “გრან გრიფის” ბანდის თავდასხმას “ხოცვა-ჟლეტა” უწოდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია – ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ჰაიტის უფლებადამცველი ჯგუფი ასახელებს 20-ს ან მეტს.

მედია წერს, რომ “გრან გრიფი” არის ჰაიტის ერთ-ერთი ყველაზე მოძალადე ბანდა. 2023 წლის იანვარში მის წევრებს ბრალი დასდეს პორტ-სონდეს მახლობლად პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში და ექვსი ოფიცრის მკვლელობაში.

ჯგუფს 100-მდე წევრი ჰყავს და ისინი ბრალდებული არიან სხვადასხვა დანაშაულებში.

მსგავსი თემები