„ასეთი ტიპის მოწამვლა მას კლავს, თუ გადარჩება, სააკაშვილს ტვინის დისფუნქცია ექნება” – ამერილელი ტოქსიკოლოგი

გავლენიანი ამერიკელი მედიკოსი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში მოწამვლა დაადგინა, “შაბათის ეთერთან” ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ყვება, რა ხდება მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში.

ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი პირველ ვიდეო ინტერვიუში, “შაბათის ეთერს” უყვება, რომ არ არსებობდა მინიმალური შანსიც კი მომწამვლელი მძიმე მეტალები სააკშვილის ორგანიზმში მედიკამენტების საშუალებით მოხვედრილიყო, ამიტომ სმიტის თქმით დანარჩენი უკვე გამოძიების დასადგენია.

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მეტალები სამედიცინო მაჩვენებლები არ არის. არ არსებობს შანსი, მას მძიმე მეტალები მკურნალობის ეტაპზე მიეღო. მეორე, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს არ არის ტოქსიკური ნაგავსაყრელი, რომელიც ნებისმიერს ექნებოდა. ამგვარად, რისი თქმაც შემიძლია, მეტალები ორგანიზმში გარედან, არასამედიცინო გზით მოხვდა”- აცხადებს სმიტი.

ამერიკელი ექიმი ამბობს, რომ მოწამვლამ სააკშვილის ორგანიზმზე წარუშლელი კვალი უკვე დატოვა და ის ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორც ციხეში შესვლამდე.

„ტოქსიკურობა, მას ნამდვილად მოკლავს. შემდეგი საკითხია ავადობა, რომც არ მოკვდეს, მას ექნება ტვინისა და ღვიძლის მუდმივი დაზიანება. ამიტომ, დროს აქვს მნიშვნელობა, რომ გადაიყვანონ სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში, რათა შეჩერდეს მის ორგანიზმში მოწამვლის პროცესი, რადგან თუ გადარჩება, მას მაინც ექნება ტვინის დისფუნქცია”- უთხრა სმიტმა “შაბათის ეთერს”.

მსგავსი თემები