რუსეთი “თალიბანს” ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

რუსეთის ფედერაცია დაჯგუფება „თალიბანის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „იტარ ტასი“ ავრცელებს. გადაწყვეტილება „თალიბანის“ ტერორისტების სიიდან ამოღების შესახებ მოსკოვში უმაღლეს დონეზე უკვე მიღებულია და მხოლოდ ფორმალური პროცედურების გატარებაა დარჩენილი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან და რუსეთის სხვა უწყებებთან ერთად ამთავრებს სამართლებრივ პროცესს „თალიბანის“ მოძრაობის რუსეთში ტერორისტული სიიდან ამოღების პროცესზე. საქმე სურვილში კი არ არის, რუსეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ამ საკითხზე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ყველა პროცესი რუსეთის სამართლებრივი სფეროს ფარგლებში უნდა განხორციელდეს“ – ციტირებს სააგენტო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ზამირ კაბულოვის სიტყვებს.

მსგავსი თემები