რუსეთში ნავთობის ორი ბაზა იწვის

რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ოლქის გუბერნატორის ცნობით, მიზეზი  უკრაინული დრონებია, რომელთა მოგერიებისას ერთ-ერთი დაბა ანაში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

კიდევ ერთი ხანძარი ლოკალიზებულია პერმის ოლქში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ოსენცის სამრეწველო ზონაში ათი ათას კვადრატულ მეტრზე ნავთობის კერძო ბაზა იწვის, სადაც ცეცხლმა საწვავის საცავები მოიცვა.

მსგავსი თემები