მინიატიურულმა ნავმა ატლანტის ოკეანე 245 დღეში გადაცურა

მინიატიურული ნავი, რომელიც ამერიკის სანაპიროებიდან დაიძრა, საბოლოოდ ინგლისის ნაპირებზე აღმოჩნდა. პატარა ნავმა, რომლის სახელია Inspiration, დაახლოებით 9000 მილი, ანუ 14,484 კილომეტრი გაიარა, სანამ 2022 წლის ნოემბერში დორსეტში ჩავიდოდა.

ნავი სამეცნიერო ექსპერიმენტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა გაგზავნეს, Inspiration არის პროექტის ნაწილი, რომელიც როდ-აილენდის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფიის სამაგისტრო სკოლამ შეიმუშავა.

პატარა ნავი, რომელიც 1 მ-ზე ნაკლები სიგრძისაა, GPS-ით დაამონტაჟეს, რათა სკოლის მოსწავლეებს მისთვის თვალის მიდევნება შესძლებოდათ.

აღსანიშნავია, რომ ნავმა ატლანტის ოკეანე 245 დღეში გადაცურა, მასში მოთავსებული იყო მოსწავლეებისა და სკაუტების ფოტოები და ჩანაწერები. ამასთან, ნავს თან მოჰყვება ინსტრუქცია იმ პირისთვის, რომელიც მას აღმოაჩენს.

„ეს შეიძლება იყოს ბავშვი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომელიც იპოვის ნავს და დაგვიკავშირდება, “აი, მე ვიპოვე შენი ნავი”, – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა.

მსგავსი თემები