„მობილობის შემცირება იმას ნიშნავს, რომ გლდანიდან ვარკეთილში ან ერთი კუთხიდან მეორეში საქეიფოდ არ ვიაროთ“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი, ყოველდღიურად, 1500 ინფიცირებულზე ავიდა.

როგორც იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში განაცხადა, აქაც, ძირითადი პრობლემა სუფრა, ქეიფი და გართობაა.

„რეგულაციები იმიტომ არსებობს რომ მოხდეს მისი ზუსტი დაცვა. ტრასპორტის მოძრაობის შეჩერებაც სწორე მობილობის შემცირებას უკავშირდება. მობილობის შემცირება ნიშნავს იმას, რომ გლდანიდან ვარკეთილში ან ერთი კუთხიდან მეორეში სტუმრად,  საქეიფოდ  არ უნდა დავდიოდეთ. სხვანაირად მობილობა ვერ შემცირდება და ვერც ვირუსს შევაკავებთ. სუფრა პრობლემური სწორედ იმიტომაა, რომ სუფრაზე, ძალიანაც რომ გინდოდეს, პირბადით ვერ დაჯდები“,, – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე თქმით, ყოველდღიურად, 1500 შემთხვევაზე ვართ უკვე ასული და დადებითობის კუთხით, 4%-ს უკვე გადავაჭარბეთ.

მსგავსი თემები