ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს ბოდბელ მთავარეპისკოპოსს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს, 3 ოქტომბერს ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობს და თბილისის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

შეხვედრა პრესისთვის დახურულია. საათნახევრით ადრე ო’ბრაიენი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს შეხვდება.

მსგავსი თემები