„ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში 4-6 კვირიანი “ლოქდაუნი” შემოვიღოთ” – გამყრელიძე

„დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი “ლოქდაუნი” შემოიღო და ზაფხულს შეხვდე კარგი მაჩვენებლით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ასეთი მკაცრი “ლოქდაუნის” გამოცხადება ძალიან რთული იქნება ყველა მიმართულებით.

„ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, განსხვავებით წინა გაზაფხულისა, როდესაც იყო რეზერვები, დახმარების მეტი მოლოდინი, საშუალება და ხალხის დამყოლობა ძლიერი იყო. დღეს ეს სამივე კომპონენტი, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ამიტომ ახლა არის ე.წ. ოქროს შუალედი და დანის პირზე სიარული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები