სამხრეთ ლიბანში შეტაკებებისას რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა

სამხრეთ ლიბანში შეტაკებებისას რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ისრაელის არმიის ცნობით, სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციაში ორი დივიზია მონაწილეობს.

თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხედროები სამხრეთ ლიბანში ,,შეზღუდულ, ლოკალიზებულ და მიზნობრივ რეიდებს” ატარებენ, რომელთა მიზანია სასაზღვრო ზონაში მოძრაობა ,,ჰეზბოლას” ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

ტერორისტული ორგანიზაციის, ,,ჰეზბოლას” მიხედვით, ლიბანის ტერიტორიაზე მიმდინარე დაპირისპირების დროს ისრაელის სამი Merkava-ს ტიპის ტანკი განადგურდა.

მსგავსი თემები