ქარიშხლით დაზარალებულ შტატებში ბაიდენმა 1 000 ჯარისკაცი გაგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ ,,ჰელენით” დაზარალებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში 1 000 ჯარისკაცი გააგზავნა. ეს ჯარისკაცები შეუერთდებიან ეროვნული გვარდიის 6 000 წევრს და 4 800 ფედერალურ დამხმარე მუშაკს, რომლებიც დაზარალებულ 6 შტატში უკვე მუშაობენ.

ამ დროის მონაცემებით, სტიქიას 175 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მსგავსი თემები