“ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განზოგადება ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა. ამის შესახებ მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალადობის ჯაჭვი საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ის ასევე იწვევს რეგიონში კონფლიქტის განზოგადებას და ეს ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ”– განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები