,,300 ლარის ჩეკზე ერთ ნულს ამატებდნენ და გადახდის დროს მოჰქონდათ 3000-ლარიანი ჩეკი” – თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები

თბილისში სამართალდამცველებმა ღამით, ერთდროულად რამდენიმე ღამის კლუბში, სპეცოპერაცია ჩაატარეს. თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით, დაკავებულია 14 ადამიანი.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სხვადასხვა მეთოდით, თანხას სძალავდნენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.

,,ამ ეტაპზე, დაკავებულია 14 პირი, ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით სძალავდნენ თანხებს. ანგარიში როდესაც მოჰქონდათ, 300 ლარის ჩეკზე ერთ ნულს ამატებდნენ და გადახდის დროს მოჰქონდათ 3000-ლარიანი ჩეკი”, – აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.

მსგავსი თემები