დედოფლისწყაროში, საკუთარ სახლში 32 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სოფელ გამარჯვებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახეს. 32 წლის კაცს სანადირო თოფიდან მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.

ახლობლების თქმით, მას იარაღი საკუთარ სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული და ის წმენდის დროს გაუვარდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები