,,ერთი გარე აქტორი აგრძელებს თქვენი მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას, ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20% და მაინც ვინ არის ბოროტმოქმედი?” – იან კელი კალაძეს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი X-ზე ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ 12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ,,სიცრუეს და ბოროტებას უარი უთხრა”.

,,თქვენ საუბრობთ თქვენს მეგობრებზე დასავლეთში. ვამაყობდი, რომ ასე გიწოდებდით. ერთ გარე აქტორს ეს არასოდეს უთქვამს, ის აგრძელებს თქვენი მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას, თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. და მაინც ვინ არის ბოროტმოქმედი?”, – წერს იან კელი.

მსგავსი თემები