იაპონიის პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი შიგერუ იშიბა დაამტკიცა

იაპონიის ორპალატიანმა პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი შიგერუ იშიბა დაამტკიცა, რითაც მას თავისი მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურად წარდგენისთვის გზა გაუხსნა. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

შიგერუ იშიბა 67 წლისაა და წარსულში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სწორედ მისი პრემიერობით ჩატარდება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 27 ოქტომბერს.

შეგახსენებთ, რომ ფუმიო კიშიდა და მისი მინისტრთა კაბინეტი დღეს დილით გადადგა.

მსგავსი თემები