დღეიდან ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი ეყოლება

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერმინისტრი მარკ რუტე დღეიდან ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება. თანამდებობის გადაცემის ცერემონია დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.

,,ამ ისტორიულ დღეს ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვემშვიდობებით და ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მივესალმებით”, – ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში.

სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტეს დანიშვნას მხარი 26 ივნისს დაუჭირა.

მსგავსი თემები