იაპონიის პრემიერი ფუმიო კიშიდა და მისი მთავრობა გადადგა

იაპონიის პრემიერი ფუმიო კიშიდა და მისი მინისტრთა კაბინეტი გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  ფუმიო კიშიდამ მთავრობის ბოლო სხდომაზე მინისტრებს მადლობა გადაუხადა და ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრა, მათ შორის ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებაზე, თავდაცვის შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებასა და ბავშვების აღზრდაზე.

ცნობისთვის, ფუმიო კიშიდამ იაპონიის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა. ის ქვეყნის მთავრობას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

დღეს, მოგვიანებით, იაპონიის პარლამენტის ორივე პალატა ახალი პრემიერმინისტრის არჩევას უყრის კენჭს. იაპონიაში ვადამდელი არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე, 27 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი თემები