კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს. რჩეულ თერთმეტეულში ქართველი ნახევარმცველი Sofascore-მა შეიყვანა.  მწვრთნელმა„ლინცთან“ გასვლით შეხვედრაში კიტეიშვილი მხოლოდ 58-ე წუთზე შეუშვა მოედანზე, როდესაც გრაცელები კონკურენტს ვერაფერს უხერხებდნენ და ანგარიში 1:1 იყო.

კიტეიშვილმა მხოლოდ ნახევარი საათი ითამაშა, მაგრამ „შტურმის“ შეტევები გაამწვავა, ბოლოს პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გამოიყენა და გუნდს გამარჯვება და ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველი ადგილი მოუტანა.

ოთარ კიტეიშვილს Sofascore-მა 8,0 შეფასება დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეობასთან ერთად, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის რჩეულ 11 მოთამაშეს შორის დაასახელა.

მსგავსი თემები