ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ძლიერმა ქარმა 29 ხე წააქცია

ზუგდიდში ძლიერმა ქარმა ბოტანიკური ბაღი დააზიანა. სტიქიამ მრავალწლოვანი ხეები წააქცია, დააზიანა ინფრასტრუქტურის ნაწილიც, მათ შორის რამდენიმე სკამი და ელექტროენერგიის სადენები. მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით ბოტანიკური ბაღი დაკეტილია.

სტიქიის შედეგად წაქცეულია 29 ხე.

მსგავსი თემები