მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი იყო ზუგდიდში. სტიქიამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტრო გადამცემი ბოძები, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, ქალაქში აბონენტებს შეუწყდათ წყალმომარაგება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ქალაქსა და სოფლებში მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლიანი ხე, რამაც გზების ჩახერგვა გამოიწვია. თუმცა მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად ყველა მიმართულებით გზის გაწმენდა უმოკლეს დროში მოხდა. ამავე ცნობით, სახურავი დაუზიანდა ხუთ კერძო და 2 საჯარო დაწესებულებას. ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.