,,NATO-მ რუსეთს ნათლად უნდა განუცხადოს, რომ ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია” – ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი

,,ნატო-მ რუსეთს ნათლად უნდა განუცხადოს, რომ ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია”, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცის პერიოდულ დარღვევაში რუსეთის გარკვეულ სტრატეგიას ხედავს.

„ახლა ვიცით, რომ ეს რუსეთის სტრატეგიაა, ყოველ ჯერზე ერთი ნაბიჯით წინ წავიდეს და მცირე ნაბიჯaებით გამოცადოს, რამდენად შორს შეიძლება წასვლა. ამიტომ ვფიქრობ, ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ ეს მიუღებელია. რუსეთისთვის გზავნილი ნათელი უნდა იყოს: ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია“, – განაცხადა ბრეკელმანსმა.

მსგავსი თემები