ნეაპოლთან აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა

იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, ქალაქ სავიანოში აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, აფეთქება ორსართულიან სახლში მოხდა, სადაც ოჯახი ცხოვრობდა. შემთხვევას ორი ბავშვი, მათი დედა და ბებია ემსხვერპლნენ.

ოფიციალური ინფორმაცია ბავშვების ასაკთან დაკავშირებით არ ვრცელდება, მაგრამ მედიის ცნობით და-ძმა 4 და 6 წლის იყვნენ. მაშველებმა მამის და ჩვილის გადარჩენა მოახერხეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. კაცის მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა ბავშვის ტრავმები მძიმე არ არის.

აფეთქების ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

მსგავსი თემები