ჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ

ჩინეთის ზოოპარკის დამთვალიერებლები აღშფოთებულები არიან მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ე.წ. ,,პანდები”, რომლის სანახავადაც ზოოპარკს სტუმრობდნენ, სინამდვილეში მოხატული ძაღლები აღმოჩნდნენ.

მედიის ცნობით, მოტყუებულმა სტუმრებმა თაღლითობის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, როდესაც ერთ-ერთმა პანდამ ძაღლივით ყეფა დაიწყო. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მნახველებმა გადახდილი ფულის უკან დაბრუნება მოითხოვეს.

ზოოპარკი თავდაპირველად თავის მართლებას ცდილობდა და ამტკიცებდა, რომ ცხოველები უბრალოდ ,,პანდა ძაღლების” ჯიშს მიეკუთვნებიან.

კითხვაზე, თუ რატომ ცდილობდნენ სტუმრების მოტყუებას, ზოოპარკის წარმომადგენელმა განაცხადა: ,,ზოოპარკში პანდა დათვი არ არის და გვინდოდა ასე მაინც გვყოლოდა.”

მსგავსი თემები