გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა პირობა დადო, რომ მთავრობა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და “მწვანეთა პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა მისი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ისაუბრა.
“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ტერორისტული ომი გაგრძელდება. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება უკრაინის დასასრული” – აღნიშნა ბაერბოკმა.