48 წლის მამაკაცის ცხედარს, რომელიც გურიაში იპოვეს გარეული მხეცის კვალი აღენიშნება

48 წლის მამაკაცი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში თვეზე მეტია ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მეზობელმა იპოვა. სავარაუდოდ, მას გარეული მხეცების ძალადობის კვალი ატყვია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

მამაკაცს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი ჰქონდა, ოჯახი და ახლობლები აგვისტოს დასაწყისიდან ეძებდნენ.

მსგავსი თემები