„ყველაზე მეტად უნდოდა სიცოცხლე“- კესარია აბრამიძეს ემშვიდობებიან

მოქალაქეები კესარია აბრამიძეს ემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდზე ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტიც მივიდა. 37 წლის მოდელს და მსახიობს პატივს მიაგებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

„კესოზე კეთილი ადამიანი არ მეგულება. ყველაზე მეტად უნდოდა სიცოცხლე და ყველაზე მეტად უყვარდა და ამისთვის ძალიან ბევრი იბრძოლა. ამ ქვეყანაში დაცული არავინ არ ვართ და ეს არის დიდი ტრაგედია. მითუმეტეს, კესოს მერე უკვე ყვალფრის მეშინია. არ ვარ მე დაზღვეული ამ ქვეყანაში“ – ამბობს კესარიას მეგობარი.

კესარია აბრამიძეს დღეს დაკრაძალავენ

მსგავსი თემები