“ისრაელს არ სურს ომი ლიბანთან”- ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ისრაელს არ სურს ომი ლიბანთან. ამის შესახებ განცხადება ჰერცოგმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა. ჰერცოგი აცხადებს, რომ ისრაელს არ სურს ომი ლიბანთან და ამბობს, რომ კონფლიქტი პროვოცირებულია ირანის მოკავშირეების მიერ რეგიონში, მათ შორის „ჰეზბოლას“ და იემენელი ჰუსიტების, ასევე ღაზაში მოქმედი „ჰამასის“ მიერ.

„ისრაელი იბრძვის საკუთარი კეთილდღეობისთვის, არსებობისთვის, თავისი მოქალაქეებისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც სწორია“ – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა

მსგავსი თემები