ირანში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ირანში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა. სამხრეთ ხორასნის პროვინციის ხელმძღვანელის, ჯავად გენაატის განცხადებით, ამ მომენტისთვის მაშველები მაღაროში დარჩენილების ამოყვანას ცდილობენ. სამაშველო ოპერაციას ართულებს მაღაროში მეთანის დაგროვება.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ტრაგედიის მომენტში მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ირანის აღმოსავლეთით მდებარე სამხრეთ ხორასნის პროვინციაში, ნახშირის მაღაროში მეთანის აფეთქება 21 სექტემბერს საღამოს მოხდა.

მსგავსი თემები