ირანში მაღაროს აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ირანის აღმოსავლეთით მდებარე სამხრეთ ხორასნის პროვინციაში, ნახშირის მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

მაშველები ცდილობენ ნანგრევებიდან 22 მაღაროელის ამოყვანას. სამაშველო ოპერაციას ართულებს მაღაროში მეთანის დაგროვება.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ტრაგედიის მომენტში მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა. 17 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები