“ძალიან გვიანია“-ტრამპი კამალა ჰარისთან მორიგ დებატებზე

კამალა ჰარისმა მიიღო CNN-ის მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპთან მორიგ დებატში, 23 ოქტომბერს. ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა განაცხადა.

„დონალდ ტრამპს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს დაეთანხმოს ამ დებატებს. ეს არის იგივე ფორმატი და წყობა, როგორც CNN-ის დებატები, რომელშიც ივნისში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ გაიმარჯვა და შეაქო CNN-ის მოდერატორები, წესები და რეიტინგები“,- განაცხადა ჰარისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ჯენ ო’მალი დილონმა.

რაზეც, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა  განცხადა, რომ „უკვე გვიანაა“.

„მან მონაწილეობა მიიღო ერთ დებატებში, მე – ორში. ძალიან გვიანია კიდევ ერთი, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია“ – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები