,,უკვე მოვახერხეთ 40 ათასი რუსი სამხედროს გადაყვანა კურსკის მიმართულებით” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეამცირეს რუსეთის ჯარების პოტენციალი. როგორც მან აღნიშნა, მათ მოახერხეს 40 ათასი რუსი სამხედროს კურსკის მიმართულებით გადაყვანა.

„ჩვენ უკვე მოვახერხეთ 40 ათასი რუსი სამხედროს გადაყვანა კურსკის მიმართულებით. ჩვენი აქტიური ქმედებები გრძელდება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი რამაა, რაც გავლენას ახდენს ომის საერთო მდგომარეობაზე. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს დონეცკის რეგიონში ოკუპანტის თავდასხმის პოტენციალის შემცირება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე, ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კურახოვესა და პოკროვსკოეს მიმართულებით.

მსგავსი თემები