,,თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ ყოველთვის ამას ვიტყვი“- ხვიჩია ირაკლი ბერაიაზე

,,ეს ადამიანი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ ყოველთვის ამას ვიტყვი“,- ამ სიტყვებით „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ირაკლი ბერაია მოიხსენია.

მისი თქმით, ირაკლი ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის სხდომა უსაფუძვლოდ დამოაძევა და შალვა პაპუაშვილს რეაგირება სთხოვა.

„ჩემი აზრით, გუშინ ძალიან უმსგავსო ფაქტი მოხდა თავდაცვის კომიტეტზე. ბატონმა ბერაიამ დამატოვებინა დარბაზი. მე არ მიმაჩნია ეს სწორ პრაქტიკად, მე არაფერი დამიშავებია გუშინ იმისთვის, რომ ვინმეს საიდანმე გავეძევებინე და გთხოვდით თქვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, რომ ასეთ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები აჭარბებენ თავიანთ უფლებამოსილებას და თავი კაცები ჰგონიათ, მაშინ როდესაც რაღაც პატარა უფლებამოსილებას მიიღებენ“,- განაცხადა  ხვიჩიამ.

მსგავსი თემები