გერმანელი დიპლომატი მაიკლ როთი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურულია.
როგორც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გერმანულ გამოცემა Bild-თან აცხადებს, ეს ის საქართველო არ არის, რომლის სიყვარულიც მან ისწავლა.
„ანტი-LGBT კანონი, სექსუალური უმცირესობების მიმართ მთავრობის დათესილი სიძულვილი, მრავალფეროვნებისა და გახსნილობის საქართველოს ამაყი ისტორიისგან წყვეტას წარმოადგენს. ეს ის საქართველო არ არის, რომლის სიყვარულიც ვისწავლე. მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს. ის ძალიან შორს წავიდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის თავისი ბალანსირების პოლიტიკაში. ამ საფუძველზე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეუძლებელია“ – განმარტავს როთი.