„რას არ დათანხმდა ხაზარაძე“ – რას აცხადებს გახარია?!

,,ხაზარაძე არ დათანხმდა ნეიტრალურ პლატფორმას, გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ პრინციპს, კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არა მხოლოდ ,,ოცნებასთან” არამედ ,,ნაციონალურ მოძრაობასთანაც”, – აღნიშნულ თემაზე საგანგებო განცხადება პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

,,ხაზარაძე არ დათანხმდა ნეიტრალურ პლატფორმას, გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ პრინციპს, კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არა მხოლოდ ,,ოცნებასთან” არამედ ,,ნაციონალურ მოძრაობასთანაც”. თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული „ლელოში“, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი.

ითქვა, რომ იქ კოალიცია და ბევრი სუბიექტები არიან და ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე, პარტიაზე და პარტიულ ნომერზე, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ვადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ და სრულად ააცილა ეს მოლაპარაკებები მიზანს”, – განაცხადა გახარიამ.

„მეორე მხარის სიხარბე… წერტილი დავსვი მე“ – რას ამბობს გახარია ხაზარაძესთან მოლაპარაკების ჩაშლაზე

მსგავსი თემები