ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის პოლიტიკაზე შეუზღუდავი კონტროლი ექნება

,,ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის პოლიტიკაზე შეუზღუდავი კონტროლი ექნება”, – წერს Politico. გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ევროკომისია პრეზიდენტმა 26 ევროკომისრით დააკომპლექტა, ცხადი გახდა, რომ მან ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და ბრიუსელს რეალურად სათავეში სწორედ ფონ დერ ლაიენი უდგას.

Politico წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ამ პოსტზე ჯერ კიდევ პირველი ვადით ყოფნისას შეიქმნა რეპუტაცია, რომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს და ევროკავშირის სხვა ლიდერებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს, რის გამოც მეტსახელად „დედოფალი ურსულა“ შეარქვეს.

მსგავსი თემები