„თუ საკუთარ სიცოცხლეს პატივს ჰსცემთ,სხვისი სიცოცხლე რატომ არ გიღირთ არაფრად?!“- მეუფე ზენონი

„თუ საკუთარ სიცოცხლეს პატივს ჰსცემთ,სხვისი სიცოცხლე რატომ არ გიღირთ არაფრად?! ჩვენ ვართ ქვეყანა,რომელიც ყალბი ბრწყინვალებით იმოსება და რომლის მოჩვენებითი ბრწყინვალების ქვეშ ადამიანი თანდათან ქრება“-  წერს მეუფე ზენონ ირაჯული.

მეუფე ზენონი  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს – „იქნებ შეჩერდეთ სიცოცხლისთვის და დარჩეთ ადამიანებად“.

„ცხედრები, მკვლელობები, ცხედრები დღენიადაგ! აი,სიძულვილით და სისასტიკით ნასაზრდოები ღატაკი ინდივიდუალური თუ “კოლექტიური სულის” შემოქმედება. ვინც სიძულვილის მომაკვდინებელ უღელს გაურიგდით და დაიდგით და ფიქრობთ, რომ საამურად მოეწყობით “მოარულ ცხედართა” სასაფლაოზე, იქნებ შეჩერდეთ სიცოცხლისთვის და დარჩეთ ადამიანებად. ადამიანურობის გამოვლენა თქვენს ძალას აღემატება?! თუ საკუთარ სიცოცხლეს პატივს ჰსცემთ,სხვისი სიცოცხლე რატომ არ გიღირთ არაფრად?! ჩვენ ვართ ქვეყანა,რომელიც ყალბი ბრწყინვალებით იმოსება და რომლის მოჩვენებითი ბრწყინვალების ქვეშ ადამიანი თანდათან ქრება“- წერს სოციალურ ქსელში მეუფე.

მსგავსი თემები