“ფიზკიკურად გაგვისწორდნენ, მე და ახალგაზრდებს, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი”- წითლიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძე აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მათ თავს დაესხნენ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. როგორც ის ამბობს, ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“ვარიგებდით ბუკლეტებს, ვხვდებოდით მოსახლეობას, როდესაც 50 – მდე ადამიანი, “ოცნების“ მაისურებით მოგვვარდნენ. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და მერე პოლიციის თანდასწრებით, ფიზკიკურად გაგვისწორდნენ, მე და  ახალგაზრდებს, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. გვემუქრებოდნენ, რომ დაგვხოცავენ, რომ არ მოგვცემენ ფიზიკურად არსებობის შესაძლებლობას. შემდეგ დევნილები ჩამოვიდნენ კორპუსბიდან და თვითონ აიძულეს “ოცნების“ აქტივისტები დაეტოვებინათ ადგილი.

„ოცნებამ“ იცის, რომ სამეგრელოში და კერძოდ ზუგდიდში გამარჯვების შანსი არ აქვს და დარჩენიათ ეს ერთადერთი. ვინც დღეს თავს დაგვესხნენ, ვითომ ძველი ბიჭები, იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ, ვიცნობთ თითოეულ მათგანს და ამ ადამიანების მეშვეობით და მსგავსი ძალადობით, ჰგონიათ რომ ამომრჩეველებს შეაშინებდა არ მივლენ არჩევნებზე.

ის ადამიანები, რომლებიც ცოტა ისე უყურებდნენ არჩევნებს და გადაწყვეტილი არ ჰქონდათ მისვლა, დაარწმუნეს, რომ უნდა მივიდნენ არჩევნებზე, ამ ინციდენტის შემდეგ“ – განაცხადა წითლიძემ.

 

მსგავსი თემები