“ზუგდიდში ბუკლეტების დარიგებისას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაგვესხნენ”- ანი წითლიძე

“ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში, ბუკლეტების დარიგებისას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაგვესხნენ. 20- ლარიანი სუს-ის აგენტი თეონა ქარდავა ჰყავდათ წინამძღოლად” – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძე FACEBOOK-ზე წერს.

ამასთან, როგორც ანა წითლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თავდასხმაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

„საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, დევნილების დასახლებაში ვარიგებდი ბუკლეტებს და ფლაერებს, როდესაც თავს დაგვესხნენ „ქართული ოცნების“ წევრები, აქედან ერთ-ერთი არის თეონა ქარდავა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში მსგავსი პროვოკაციებისთვის იყენებს. ეს არის ადამიანი, რომელიც წინა წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს რომ არბევდნენ, მონაწილეობდა. 50-მდე ადამიანი დაგვესხა თავს. მცდელობა ჰქონდათ ცემის“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

მსგავსი თემები