,,საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!” – დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

,,საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!” ამ სახელწოდებით დღეს საპროტესტო აქცია პარლამენტთან გაიმართება. ინფორმაციას ორგანიზაცია დაფიონი ავრცელებს.

,,საქართველო ბოდიშს არ მოიხდის! ვეტერანებო, მამების თაობავ, ჩვენ ახალგაზრდები გელოდებით.

დავდგეთ ერთად და გავცეთ პასუხი ამ სამარცხვინო განცხადებაზე, რაც კოლაბორანტმა ოლიგარქმა გააჟღერა.

,,მას ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის, მტერივით მოეკითხება!”.

19 სექტემბერს, 19:00-დან, გელოდებით ყველას პარლამენტთან.

დავიცვათ ჩვენი ერის ღირსება!”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები