ჭრილობა ყელის არეში და მკვლელობამდე გადაღებული ფოტო მეგობარ მამაკაცთან-ახალი დეტალები აბრამიძესთან დაკავშირებით

ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დორისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს  ეძებენ. არსებული ცნობებით, აბრამიძე რამდენიმე საათის წინ მასთან იმყოფებოდა და მეგობარ მამაკაცთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. მედიაში აქტიურად წერენ, რომ მკვლელობის მიზეზი შეიძლება სწორედ ეს ფოტო იყოს.

მსგავსი თემები