,,საგანგაშოა იმის დანახვა, ოჯახური ფასეულობების დაცვის სახელით, როგორ ლახავს საქართველო ზოგიერთი უმცირესობის უფლებებს” – ცაჰკნა

,,საგანგაშოა იმის დანახვა, ოჯახური ფასეულობების დაცვის სახელით, როგორ ლახავს საქართველო ზოგიერთი უმცირესობის უფლებებს”, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადება გააზიარა, სადაც ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს აკრიტიკებს.

მსგავსი თემები