,,საქართველოს არჩევანი აქვს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის” – როთი

,,საქართველოს არჩევანი აქვს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის”, – წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე.

,,მომავალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოს აქვს არჩევანი დემოკრატიას ან ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის. საერთაშორისო დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ შეუფერხებელი წვდომა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მონიტორინგს უწევენ არჩევნებს, უფლება აქვთ აკეთონ თავიანთი საქმე მთელი საქართველოს მასშტაბით.

მმართველი პარტიას და მისი მედიის წარმომადგენლებს, რომელიც ცდილობს მათი კრიტიკოსების დისკრედიტაციას ცილისწამების კამპანიებით, არ აქვთ თავდაჯერებულობა. ,,ქართული ოცნება” იგივე ,,ქართული კოშმარი” არ ეყრდნობა არგუმენტების ძალას, არამედ სიცრუეს. ვინც ასე იქცევა, წააგებს. ადრე თუ გვიან”, – წერს როთი.

მსგავსი თემები