რუმინეთში უცნობმა მამაკაცმა პარლამენტს ცეცხლი წაუკიდა

რუმინეთში მამაკაცმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდა, რის გამოც 300 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილმა ადვილად აალებადი სითხე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში დაასხა, რის შემდეგაც ცეცხლი წაუკიდა. სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. როგორც რუმინეთის პოლიციაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით ეძებენ მამაკაცს, რომლის ასაკი 60-65 წელია. დანაშაული 2-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები