რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

როდის მოხერხდება რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული გიორგი როინიშვილის სამშობლოში გადმოსვენება უცნობია. თანამებრძოლები მისი ცხედრის გამოყვანას ფრონტის წინა ხაზიდან ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

გიორგი როინიშვილი გუშინ კურსკის ოლქში მტერთან შეტაკებას ემსხვერპლა. ის სპეციალურ დანაყოფ ,,თბილისის” მეთაურის მოადგილე იყო და რუსეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციას მეთაურობდა, რა დროსაც მისი ჯგუფი ოკუპანტების ჩასაფრებაში მოჰყვა, განადგურდა მტრის ცოცხალი ძალაც, მაგრამ პირდაპირ შეტაკებას გიორგი როინიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე, დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულია სამი ქართველი მებრძოლი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი თემები