ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოკავშირეებს ომში გამარჯვების გეგმას გააცნობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოკავშირეებს ომში გამარჯვების გეგმას გააცნობს.

„უკრაინისთვის აუცილებელი ნაბიჯები უკვე განსაზღვრულია, აბსოლუტურად მკაფიოდ. ის, რამაც შეიძლება მოგვცეს მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია მშვიდობის დასამყარებლად – რეალური, სამართლიანი მშვიდობის. თითოეული ნაბიჯისთვის არის პუნქტების მკაფიო სია, რა არის საჭირო კონკრეტულად, რა იმუშავებს გაძლიერების კუთხით. იქ შეუძლებელი არაფერია“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მსგავსი თემები